ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ქიმიის ოლიმპიადაზე
13-05-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში წარმატებით ერთვებიან.
მათ შორის არიან მე-8 გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნათია ყანჩაველი ქიმიის მასწავლებელი დალი კობახიძე), რომლებმაც ქიმიის ეროვნულ მე-3 ოლიმპიადაზე - „ზურგჩანთა“ წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ამავე ოლიმპიადაზე ასევე წარმატებით იასპარეზა, I ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა მე-9დ კლასის მოსწავლე ნიკა ტორაძემ. მან ამ შედეგს თავის ქიმიის მასწავლებელ მარინა კუჭუხიძესთან ერთად მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასელმა გასულ წელს ქიმიის ეროვნულ მე-2 ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო.
სკოლაში მათით ამაყობენ და წარმატებებს უსურვებენ.
„ვულოცავთ ნიკასა და ქალბატონ მარინას ამ წარმატებას. ეს ერთი და სხვა მრავალი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს