„რობიკო მრავალკუთხედების ქვეყნიდან“ - რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ზღაპრი სპექტაკლად აქციეს
13-05-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

სკოლაში, ამჯერადაც გრძელდება სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობების განხორციელება.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა და მათემატიკის მასწავლებელმა - ნინო მარგველაშვილმა, სკოლაში ფრანგი მწერლის - კაროლინ მარშალის ზღაპრის: „რობიკო მრავალკუთხედების ქვეყნიდან“ მიხედვით, საინტერესო წარმოდგენა დადგეს.

წარმოდგენა იყო შემეცნებითი და ძალიან დასამახსოვრებელი. ზღაპარში მოსწავლეებმა გააცოცხლეს გეომეტრიული ფიგურები.

„მათ საინტერესოდ გადმოსცეს ამ ფიგურებთან დაკავშირებული ცნებები და განსაზღვრებები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203