ქვემო არქევნისა და ჭაპალის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა
13-05-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნისა და ჭაპალის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეთა განვითარებაზე კი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს უწყობენ. სწორედ ამის დადასტურებაა ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, არქევნისა და ჭაპალის საჯარო სკოლების მოსწავლეები გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
შეჯიბრის შედეგად, გამარჯვება, ანგარიშით - 3-0, არქევნის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს