მათემატიკური დღესასწაული და საინტერესო პროექტი კინჩხის საჯარო სკოლაში
13-05-2024
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. იქ სასწავლო წელი სხვადასხვა აქტივობითაა გაჯერებული. 

ამ მხრივ, დატვირთული იყო მარტის თვეც, როცა სკოლაში მათემატიკურმა ატმოსფერომ დაისადგურა. მე-3, მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. გარდა ამისა, მათ დაამზადეს, პლაკატი, კედლის გაზეთი და π რიცხვი გამოსახეს. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ცნობილი მათემატიკოსების შესახებ ინფორმაციაც გააცნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა π რიცხვზე ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერებას. „მათემატიკა არის სილამაზისა და ჰარმონიულობის უსასრულობა, მათემატიკა არის ანბანი რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“,- სწორედ ეს გზავნილი გასდევდა ღონისძიება.

პროექტი სახალისო და ლოგიკური ამოცანებით დასრულდა, რაც მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი იყო. აღნიშნული აქტივობების ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი მეგი იობიძე გახლდათ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203