წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
13-05-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამეჯრად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ხელბურთში შეჯიბრი გაიმართა. მასში წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. 

მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი, გოგონებმაც და ვაჟებმაც პირველი ადგილი მოიპოვეს. მათ სკოლა და პედაგოგი - ალეკო ღონღაძე ასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟების გუნდის კაპიტანი - ნოე ქუთათელაძე, ხოლო გოგონების მარიამ ჯანელიძე გახლდათ.

„მრავალჯერ გესახელებინოთ სკოლა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203