წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საინტერესო არაფორმალური გაკვეთილი
13-05-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულისა და ტრადიციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ. 

ამ მიმართულებით სკოლაში არაერთო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.

ახლახან, თამარ ყურაშვილის სადამრიგებლო IV კლასში არაფორმალური გაკვეთილი გაიმართა, რომლის თემაც სააღდგომო ტრადიციები იყო. 

მოსწავლეებმა ფილმს - „სააღდგომო იგავი“, უყურებს, იმსჯელეს ფილმის შესახებ და ერთმანეთს საკუთარ ოჯახში არსებულ ტრადიციებზე ინფორმაცია გაუზიარეს. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღნიშნული გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203