რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და ორიგინალური სააღდგომო აქტივობები
13-05-2024

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგები მათ საინტერესო, ორიგინალურ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, სააღდგომო აქტივობა „ვიპოვოთ დამალული კვერცხები“ განხორციელდა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

მოსწავლეთათვის სკოლის ეზოში დამალული სააღდგომო კვერცხების პოვნა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

მათ, ასევე მასწავლებელ მანანა ემირიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო სააღდგომო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მხიარული და ბედნიერი პატარები“, - ასე აფასებენ მოსწავლეთა განწყობას სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203