მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო ნამუშევრები
13-05-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმო, განსაკუთრებულ გარემოში აღინიშნა.

მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის - მარიკა თაბლიაშვილის ხელმძღვანელობით.

ასევე სკოლის ხატვის წრის მოსწავლეებმა, პედაგოგ ანა ოსიაშვილთან ერთად, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და ასე მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203