ლამაზი საგაზაფხულო ღონისძიება თბილისის N49 საჯარო სკოლაში
13-05-2024
თბილისის N49 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
მათ შორის იყო საგაზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით, „გაზაფხულის მობრძანება“. ზეიმზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვების შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ეს დღე ძალიან ემოციური, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს