
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
სკოლაში დედამიწის დღეც განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, კოჭბანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და განმავითარებელი აქტივობა ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელები სიამოვნებით და ხალისით ჩაერთნენ დაგეგმილ აქტივობებში, კიდევ ერთხელ გაიაზრეს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: