
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნიბიერების დონის ამაღლებას.
ცხადია სკოლაში დედამიწის დღესაც არ ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე.
სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა სემინარი, თემაზე - „პლანეტა პლასმასის წინააღმდეგ“, და მოაწყო გარემოს დასუფთავების ღონისძიება.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: