„ვინ დაიმახსოვრებს ყველაზე მეტ ციფრს“ - საინტერესო სასკოლო კონკურსი თბილისის N117 საჯარო სკოლაში
13-05-2024

თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაა გაჯერებული, ტარდება კონკურსები და მოსწავლეები საგანმანთლებლო ინიციატივებს ენთუზიაზმით უერთდებიან. 

სკოლაში გამართულ არაერთ დასამახსოვრებელ აქტივობას შორისაა, კონკურსი - „ვინ დაიმახსოვრებს ყველაზე მეტ ციფრს“, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფიზიკის პედაგოგის ხათუნა ფარულავას ხელმძღვანელობით ჩატარდა და „პი“ რიცხვს მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ - სკოლის დირექტორი მაია მეტონიძე და პედაგოგები: დარეჯან მელიქიშვილი და ბაია კვიკვინია.

დასკვნით ტურში კი მონაწიელობდნენ:

ლუკა კვარაცხელია - მე-6 კლასის მოსწავლე (პედაგოგი დარეჯან მელიქიშვილი);
ნანა ბოცვაძე - მე-7 კლასელი, გვანცა ტყებუჩავა - მე-7კლასის მოსწავლე, სალომე ტყებუჩავა მე-7კლასელი (პედაგოგი ხათუნა ფარულავა);
ალექსანდრე ჭიღიტაშვილი (მე-7 კლასი, პედაგოგი თამარ ხუნაშვილი);
მარიამ მეშველიშვილი-(მე-10 კლასი, პედაგოგი ნანა ჩოხელი);
ნიკოლოზ გიგაური - (მე-10 კლასი, პედაგოგი დოდო სეფაშვილი);
ლიზი მაჭარაშვილი (მე-8კლასი), ნიკოლოზ ზანდარაშვილი (მე-11 კლასი, პედაგოგი ბაია კვიკვინია).

კონკურსის ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვებული სამეული: ალექსანდრე ჭიღიტაშვილი, ლიზი მაჭარაშვილი და ნიკოლოზ გიგაური.

აინშტაინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მე-7გ,დ,ე,ვ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები.

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203