დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ 
13-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეკოცნობიერების ამაღლებაზე და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

19 აპრილს, აქციის - „მე ვალაგებ საქართველოს“, ფარგლებში დუისის საჯარო სკოლა შეუერთდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგისა“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთობლივ დასუფთავების აქციას. 

X-XII კლასების მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრება. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ორგანიზაციას მიწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203