„დედამიწა ჩვენი სახლია“ - საინტერესო პროექტი კინჩხის საჯარო სკოლაში
13-05-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღეც სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში ამ  დღისადმი მიძღვნილი სოციალური პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, განხორციელდა.

პროექტის ფარგებლში მოსწავლეებმა, აუდიტორიის წინაშე წარადგინეს ნახატები, პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები, მინი სპექტაკლი და პრეზენტაციები წარადგინეს. 

ასევე, სკოლაში მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, რის შემდეგაც მოსწავლეებმა იმსჯელენ რა საფრთხის წინაშეა დღეს დედამიწა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

პროექტის დასასრულს, პროექტის ხელმძღვანელმა, ბუნების მასწავლებელმა მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო სერტიფიკატები პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203