ნინიწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული თოჯინებით სპექტაკლი „წითელქუდა“ გამართეს
13-05-2024
ნინიწმინდის N4 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე, მოტივირებასა და წარმატებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებით, თოჯინები დაამზადეს. შემდეგ კი თოჯინების თეატრი - „წითელქუდა“ გამართეს.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

„აღნიშნული აქტივობა იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც გამოყენებულო იყო ხელნაკეთი თოჯინები, დეკორაციები.
მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი უნარები. მათ მოეწონათ თოჯინების თეატრი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203