„დედამიწა ჩვენი სახლია“- ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
13-05-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, ეს კი მასწავლებელთა დამსახურებაა.
ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელეს. პატარებმა საინტერესო პრეზენტაციებს უყურეს, სახალისო აქტივობები შეასრულეს და თემატური პოსტერი დაამზადეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს