კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს და საყვარელ ევროპელ ავტორებზე ისაუბრეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. ახლახან, სკოლაში ღონისძიება ევროპელი ავტორების დღეს მიეძღვნა.
მასში I - VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ მათთვის საყვარელ ავტორებსა და ნაწარმოებებზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს, თუ რატომ მოსწონთ კონკრეტული პერსონაჟი თუ წიგნი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილეს ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.
მოსწავლეები აქტივობებში, პედაგოგის - თეა დევაძისა და ბიბლიოთეკარის - მარინა კიკალეიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: