არაფორმალური განათლების ახალი სივრც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
13-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხნიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად სწავლობენ და შეიმეცნებენ არაფორმალური განათლების გზით. სკოლის დირექცია და პედაგოგები ამ მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ატარებენ და მაქსიმალურად უწყობენ ხელს სკოლაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის ეზოში სივრცე მოეწყო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ერთად იმსჯელონ, იფიქრონ ახალ პროექტებზე და მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ეს სივრცე, სკოლაში, არაფორმალური განათლების კიდევ მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

„ესაა არაფორმალური განათლების ახალი სივრცე, ჩვენ საყვარელ სკოლაში! საქართველოს მომავალი ჩვენია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ინიციატივები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203