
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები აქტიურად იმართება.
24 აპრილს, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გაიმართა სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფილმის ჩვენება.
სკოლაში, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა, წარადგინეს პრეზენტაცია, ინსცენირება, ლექსები და მუსიკალური წარმოდგენა.
ღონისძიების შემდეგ პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტები ეკლესიაში მივიდნენ, რათა სანთლები დაენთოთ და პატივი მიეგოთ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.
იხილეთ ფოტოები: