
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორის სასწავლო პროცესში წარმატებით იყენებენ „სწავლება თამაშით“ მეთოდს.
ამჯერად, 1-ელ კლასში მუსიკის მასწავლებელმა, ელიზა დგებუაძემ ჩაატარა სახალისო აქტივობა-თამაში - „გოლიათები და ჯუჯები“.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა განხორციელდა კომპლექსური დავალების ფარგლებში.
აქტივობის მიზანი იყო მუსიკით განწყობის შექმნა, გამოყენებული მეთოდი კი - „სწავლება თამაშით“. ინიციატივა მიმართული იყო ისეთი უნარების განვითარებისკენ, როგორებიცაა რიტმის აღქმა და ბგერის თვისებების ამოცნობა.
იხილეთ ფოტოები: