
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება.
ახლახან, საბეჭისის საჯარო სკოლაში ჩატარდა კითხვის კონკურსი - „ვიმოგზაუროთ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში“.
კონკურსში მონაწილეობდნენ კლუბ „მწიგნობარის“ წევრები.
კონკურსი ჩატარდა სამ ტურად, ფინალურ ტურში მონაწილეობდა ოთხი მოსწავლე.
I - II - III - IV ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიება პედაგოგ ნანული ხოზრევანიძის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც კლუბის კურატორი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: