ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში არა მარტო მოსწავლეების, არამედ პედაგოგების განწყობაზეც განსაკუთრებით ზრუნავენ, რისი დასტურიც სკოლაში გამართული სპორტული ჩემპიონატია.
სკოლაში, მასწავლებელთა „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. ამჯერად, მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ თავიანთ მასწავლებლებს.
მოთამაშეები ორ გუნდად გადანაწილდნენ და სხვადასხვა დავალება შეასრულეს, მითითებებს სპორტის მასწავლებლები აძლევდნენ, რომლებიც ამ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგები კი იყვნენ - თამილა მაკარაძე, რამინ კონცელიძე და მურმან კონცელიძე.
აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდს სიგელი გადასცა და მაინც გაიმარჯვა მეგობრობამ! - როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა პირველ რიგში მოსწავლეებისთვის მაგალითია, სამართლიანობის, ურთიურთპატივისცემის, გუნდურობისა და ერთიანობის.
დღე კი შემდეგი სიტყვებით დასრულად: „ამ დროს დამარცხებული არავინაა!“.
იხილეთ ფოტოები: