გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
13-05-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს ხშირად მიმართავენ, მათ შორისაა ექსკუსსია, სასწავლო-შემეცნებითი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს.

მოსწავლეებმა დიდი მწერლის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. 

მწერლის შვილმა დაჩი იოსელიანმა, მართლაც ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა ბავშვები, მათ მიოსმინეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ბავშვები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203