ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოაქტივობები
13-05-2024

დედამიწა რომ ჩვენი საერთოს სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათ პედაგოგები გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან. 

22 აპრილს, ბერძენაულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობასა და დაარსების ისტორიაზე.

ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გააფერადეს თემატური ნახატები და ეკოლოგიური საკითხების მიმართ საკუთარი აზრი და პოზიცია დააფიქსირეს. მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა გამწვანების ღონისძიებაც მოაწყვეს, დარგეს ხეები და ყვავილები. 

„გადავიღეთ ბევრი სამახსოვრო ფოტო და შევთანხმდით, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ მასზე და გავუფრთხილდებით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203