
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდა Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure-ში გამართულ, PDA-ს პირველ, პროფესიული თვითგამორკვევის საგანმანათლებლო ფორუმს.
აღსანიშნავია ფორუმის მიზანი იყო წარმატებული ადამიანების უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდების პროფესიულ თვითგამორკვევაში დახმარება.
ღონისძიება შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა - ირმა მგელაძემ გახსნა. პანელურ დისკუსიებში სხვა წევრებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს: სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ; უზენაესი სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ თამარ ოქროპირიძემ; „სქილვილის“ დირექტორმა ლანა ჩხარტიშვილმა და MinDoor-ის თანადამფუძნებელმა ნინო ბერუაშვილმა; ალტებრიჯ უნივერსიტეტის რექტორმა და თანადამფუძნებელმა ნათია გოცაძემ; ტრანსფორმაციის ქოუჩმა ნატალია სტრედომმა; სამართალი ტექნოლოგიებში დოქტორმა ნინო ჯოლიამ.
ფორუმი უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO Universal Knowledge Academy Uniko-ს და კომპანია Orson Law Firm-ის მხარდაჭერით გაიმართა.
მოსწავლეთა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობა დააფინანსა Professional Development Association-მა და სკოლის დირექტორმა 750 ლარის ოდენობით.
იხილეთ ფოტოები: