ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა 
13-05-2024

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“. 2024 წლის გაზაფხულის სასკოლო ტური სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

U5 ( III, IV, V კლასები) კატეგორიაში მონაწილეობდა 9 გუნდი. გამარჯვებული გახდა IVბ კლასის გუნდი „ფარშევანგები“ (კლასის ხელ-ლი: ს. გოჩელაშვილი);

U8 ( VI, VII, VIII კლასები) კატეგორიაში მონაწილეობდა 8 გუნდი, სადაც მეორე წელია პირველობს VIIIბ კლასის გუნდი „ვარსკვლავები“ (კლასის ხელ-ლი: მ.კუპატაძე);

U12 (კლასები) კატეგორიაში მონაწილეობდა 4 გუნდი. გამარჯვებული ტრადიციულად XIIა კლასის გუნდი „ჯინსებს თაობა“ (კლასის ხელ-ლი: ლ. ქურციკიძე), აღსანიშნავია, რომ „ჯინსების თაობა“ წლების მანძილზე აქტიურად და უდიდესი წარმატებით მონაწილეობს ინტელექტუალურ კონკურსებში. გუნდი მრავალგზის იმერეთის ჩემპიონი და საქართველოს ვიცე ჩემპიონია „ტვინების ბრძოლის“ კონკურსში.

„ჯინსების თაობა“ 2023 წლის სასკოლო ჩემპიონატის - „რა? სად? როდის?“, შემოდგომის სეზონის საქართველოს ჩემპიონია.

„წარმატებებს ვუსურვებ გუნდებს „ტვინების ბრძოლის“, 2024 წლის გაზაფხულის სეზონის, საქალაქო კონკურსზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203