როგორია გორის N3 სკოლის ავარიაში მოყოლილი კურსდამთავრებულების მდგომარეობა
01-06-2018
გორის N3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ. 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი Etaloni.ge - სთან საუბარში მომხდარზე კომენტარს აკეთებს:

„გორის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ბაქოში ექსკურსიაზე მიმავალ გზაზე ავარიაში მოყვნენ. ავტობუსში 20 ახალგაზრდა და 10 მშობელი იმყოფებოდა, სერიოზულად არავინ დაშავებულა. ერთერთ მშობელს ხელი აქვს მოტეხილი, მას თაბაშირი დაადეს და უკვე გამოწერეს, მძღოლი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება,  მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მისულნი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ექსკურსიას აგრძელებენ. ტურისტულმა სააგენტომ ისინი სხვადასხვა ავტობუსში გადაანაწილა.“ 

ავარიის მზიეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება გრძელდება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203