რუისის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების მონიტორინგი აქტიურად გრძელდება
10-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების მონიტორინგის მორიგი ციკლი დაიწყო.

აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში, მე-2 კლასში, პედაგოგმა - ეკა მღებრიშვილმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილზე ნაჩვენები იყო თუ რა მეთოდით ატარებს პედაგოგი გაკვეთილს და როგორ ახერხებს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობას.

„ფოკუსი განსაზღვრულია - რა მეთოდებით, სტრატეგიებითა თუ ინსტრუმენტებით ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას, მოსმენის უნარის განვითარებას, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და რეალიზებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

რუისის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203