„გადავარჩინოთ დედამიწა, ჩვენი საერთო ლამაზი სახლი“- რუისის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო ღონისძიება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ახლახან კი, დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - მზია დათუნიკაშვილისა და ლელა სულეიმანაშვილის ხელმძღვანელობით, შესანიშნავი ღონისძიება - „გადავარჩინოთ ეს დედამიწა, ჩვენი საერთო ლამაზი სახლი“ გამართეს.
აქტივობების მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: