მოხისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, პეიზაჟური ჟანრის ნახატები შექმნეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგ მარეხ რაზმიაშვილის ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
აღნიშნული დავალების თემა „პეიზაჟი“ იყო. მოსწავლეებმა ზაფხულისა და შემოდგომის წარმოსახვითი და რეალური პეიზაჟები დახატეს. მათ ნამუშევრებში საკუთარი განწყობა, შთაბეჭდილება და ემოცია გადმოსცეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ვიდეო: