კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე დიორამები შექმნეს
10-05-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ბუნების მასწავლებელი ეკატერინე მაისურაძე მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. ის, ბავშვებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

ამჯერად, ბავშვებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო დიორამები შექმნეს. მათ შემოქმედებითი უნარები, განსხვავებული ხედვა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩარტულნი.

„იხალისეს ჩემმა პატარებმა ბუნების გაკვეთილზე“, - აღნიშნავს დირექტორი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203