ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება 
10-05-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  მოსწავლეები. მათ გააფორმეს კედლის გაზეთი და კლასში ინფორმაციული პრეზენტაცია, ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარადგინეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია არაბული.

„თავისი ნიჭიერებით საოცარი სანახაობა გვაჩვენეს ბავშვებმა, რომლებმაც იციან, რომ 14 აპრილი მხოლოდ დედაენის დღე არ არის. იგი თითოეული ქართველის პრინციპების ერთგულების, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვის დღეცაა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203