თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლე კატო ცირეკიძემ საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
10-05-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და სპორტულ კონკურსში წარმატებით ერთვებიან. მათ მიღწევებს კი სკოლა მუდამ აღნიშნავს.

მათ შორისაა მე-7 კლასელი კატო ცირეკიძე, რომელმაც სპორტულ წარმატებას მიაღწია.

გუდაურში ჩატარდა საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი ორ სახეობაში: სლალომში და გიგანტურ სლალომში.

საერთო ქულების შეჯამებით კი საქართველოს „აბსოლიტური ჩემპიონი“ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე კატო ცირეკიძე გახდა.

სკოლაში მოსწავლის ამ დიდი გამარჯვებით ამაყობენ და მომავალში მას წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203