„ვამაყობთ შენი გულშემატკივრები“- დედოფლისწყაროს N1 სკოლის მოსწავლე საბა ბუთხუზი უშუ-სანდაში ევროპის ორგზის ჩემპიონია
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ.
მათ შორის არის X კლასის მოსწავლე საბა ბუთხუზი, რომელიც უშუ-სანდაში უკვე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. სასკოლო საზოგადოება მისი მიღწევით ხარობს და ამაყობს.
აღსანიშნავია, რომ საბა ბუთხუზი მოტივირებული და აქტიური მოსწავლეა.
„სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ვულოცავთ საბას ორგზის ევროპის ჩემპიონობას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სპორტულ კარიერაში! ვამაყობთ შენი გულშემატკივრები ამ წარმატებით“,- ამბობენ სკოლაში.