
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. სკოლაში ხელოვნებისადმი ბავშვების ესთეტიკური დამოკიდებულების ფორმირებასა და მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ll კლასის მოსწავლეთა ხელოვნების გაკვეთილი, რომელიც სააღდგომო აქტივობებს მოიცავდა. მე-2 კლასელებმა პედაგოგ ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით, სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად სახალისო და თავშესაქეცევი აღმოჩნდა. ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბევრი ახალიც შეიმეცნეს.
იხილეთ ფოტოები: