„გამარჯობა მეზობელო!“- თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-05-2024
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. ახლახან, IV კლასის მოსწავლეებმა, საგან მე და საზოგადოებაში, პროექტზე - „გამარჯობა მეზობელო!“ იმუშავეს. 

მოსწავლეებმა მეზობელ სახელმწიფოებზე ინფორმაცია მოიძიეს. მათ ისაუბრეს რა კავშირი აქვს საქართველოს ამ ქვეყნებთან და რით არიან გამორჩეულნი ისინი.

მე და საზოგადოების მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, დადებითად შეაფასა მოსწავლეთა პრეზენტაცია და მათ დიდი მადლობა გადაუხადა, საინტერესო ნაშრომებისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203