
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ უცხოური ენა ხარისხიანად და სიღრმისეულად ისწავლება. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინეტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და სწავლების სხვადასხვა სტატეგიებს მიმართავენ, რაც მოწაფეთა ცოდნასა და მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასში ინგლისური ენის პედაგოგ თამარ თურქაძის ხელმძღვანელობით წარმართული სასწავლო პროცესი.
სკოლა „ორნატის“ მე-7კლასის მოსწავლეებმა გამართეს ინგლისურენოვანი პრეზენტაცია თემაზე - Earth Day. მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს სლაიდების, პოსტერებისა და ბუკლეტების საშუალებით.
მათ ისაუბრეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თუ რა დატვირთვას ატარებს ეს გარემოსდაცვითი დღესასწაული, რა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე ვდგავართ? რისი გაკეთება შეგვიძლია დედამიწის გადასარჩენად? შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს რაიმეს შეცვლა? მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები: