ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-11 კლასელი ნინო ხარაიშვილი, თელავში გამართულ ევროპის თასზე, ჭიდაობა-ძიუდოში ვიცე ჩემპიონი გახდა
10-05-2024

ზესტაფონის ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სპორტის პოპუალრიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია, ისიც, რომ ბავშვები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-11 კლასელი ნინო ხარაიშვილი. სკოლა, ამჯერად, მის წარმატებას ზეიმობს.

როგორც გვიყვებიან, ​პირველად ზესტაფონის ისტორიაში, თელავში გამართულ ევროპის თასზე, ჭიდაობა-ძიუდოში მეთერთმეტეკლასელი ვიცე ჩემპიონი გახდა.

სკოლაში მოსწავლით ამაყობენ,მას ამ დიდ წარმატებას ულოცავენ, მომავალში კი წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ სამწვრთნელო შტაბს და ნინო ხარაიშვილს ამ დიდ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203