„საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ - ნინოწმინდის N4 სკოლის მე-2 კლასელმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სასწავლო რესურსები შექმნა 
10-05-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ მათემატიკაში, საინტერესო კომპლექსური დავალება „საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ შეასრულა.

მან, პედაგოგის დახმარებით სასწავლო რესურსები შექმნა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებოდა 20-ის ფარგლებში რიცხვების გააზრებასა და მათემატიკური მოქმედების განხორციელებაში.

მოსწავლემ ნამუშევრები პირველი კლასის მოსწავლეებს წარუდგინა. მათ დავალებები შექმნილი რესურსების გამოყენებით ხალისით შეასრულეს. ბავშვებმა, ასევე ისაუბრეს მათემატიკის ცოდნის მნიშვნელობაზე.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში, პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებს მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებს საჭირო უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203