სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო ღონისძიება
10-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა კლასი ლამაზად მორთეს. მათ ასევე სააღდგომო დეკორაციები და ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო.  

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203