საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია საზოგადოებას თამარობის სახალხო დღესასწაულზე იწვევს
10-05-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდიან. 

იქ დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ეროვნულ და სულიერ ღირებულებებზე აღზრდას, ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა.

გიმნაზია 2024 წლის 14 მაისს, დილის 9 საათიდან, საზოგადოებას თამარობის სახალხო დღესასწაულზე იწვევს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი თამარობა გიმნაზიის დაფუძნების 15 წლისთავს ეძღვნება.

დღის განრიგი კი შემდეგნაირია:

  • 09:00 - სადღესასწაულო წირვა;
  • 12:30 - წმინდა თამარ მეფის პარაკლისი;
  • 13:00 - წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის საძირკველის კურთხევა; 
  • 14:00 - საზეიმო კონცერტი. 
თამარობის სახალსო დღესასწაული კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის დირექციის, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობით ტარდება.
პატრნიორები არიან წმინდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა, წმინდა თამარ მეფის სახელობის პროფესიული კოლეჯი და საერთაშორისო ორგანიზაცია „არსიანი“. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203