„დედამიწა ჩვენი სახლია“- გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, ეს კი მასწავლებელთა დამსახურებაა.
ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. სასკოლო საზოგადოებამ ახლახან დედამიწის დღე აღნიშნა. მოსწავლეები ამ თარიღს საინტერესო აქტივობებით შეუერთნენ. მათი მთავარი გზავნილი იყო - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
მოსწავლეები ბუნებაში გავიდნენ, იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ ამ დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: