„დედამიწა ჩვენი სახლია! მოვუაროთ დედამიწას!“ - ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო ეკოაქტივობები
10-05-2024
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.

მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურობით გამოირჩევიან და გარემოსდაცვით საქმიანობაში ხალისით არიან ჩართულნი.

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა.

ამ დღეს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. მათ გზავნილები - „დედამიწა ჩვენი სახლია! მოვუაროთ დედამიწას!“ გააჟღერეს.

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.

„მადლობა, ბავშვებს, მასწავლებლებს, დირექციას ასე რომ გაგვილამაზეს ეს დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203