„ანა - პოეზიის დედოფალი“- ბიის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
10-05-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ პოეზიის საღამო - „ანა - პოეზიის დედოფალი“ მოაწყო. 

მასში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. 

მათ პოეტ ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და პოეტის ღვაწლი აღნიშნეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203