„ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას!“ - კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და გარემოსდაცვითი აქტივობები
10-05-2024
 

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას პირველი კლასიდან ასწავლიან. 

სკოლის I კლასის მოსწავლეები, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში - პროექტის - „დედამიწა ჩემი სახლია“ აქტივობებში ჩაერთნენ.

პირველკლასელებმა, კლასის დამრიგებელ ლალი კობახიძესთან ერთად შექმნეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს პატარა დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასევე დაალაგეს და ნარჩენებისგან გაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ამ პროცესებში თითოეული მოსწავლე დიდი სიხარულით ჩაერთო. გარემოსადმი ზრუნვამ მათში ბუნებისადმი სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერა.

„22 აპრილი დედამიწის დღეა, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას!“, „არ გავჩეხოთ ტყე!“, „დავრგოთ მწვანე ნარგავები!“, „გვახსოვდეს მწვანე საფარი, დედამიწის ფილტვებია!“, -ასეთია მოსწავლეთა გზავნილები. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203