
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი მიდგომა მოსწავლეთა მეტ ინტერესს იწვევს და აქტიურობასა და ჩართულობაზე აისახება.
ახლახან, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილისთვის იმუშავეს. დავალების თემა იყო - „წელიწადის ოთხი დრო“.
მოსწავლეებმა წელიწადის დროები და მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ცვლილებები შეისწავლეს.
ბავშვებმა საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტიც შექმნეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ყველაზე პატარების მოტივაციასა და განწყობაზე კი განსაკუთრებულად ზრუნავენ.