სენაკის N7 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
10-05-2024
სენაკის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი VI, VII, VIII კლასებს შორის გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ინტელექტის შეჯიბრში გამარჯვება VIII კლასის გუნდმა მოიპოვა.

სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203