სენაკის N3 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
10-05-2024
სენაკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. გამონაკლისი არც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ყოფილა. 

თარიღთან დაკავშირებით, VII კლასის მოსწავლეებმა აქტივობა გამართეს. აქტივობას მასწავლებელი რუსუდან ქვარცხავა და ბიბლიოთეკარი ნონა სკურიდინი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა ამ დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში წიგნის როლზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203