სენაკის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის შემაჯამაბელი გაკვეთილი
10-05-2024
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, V კლასში, მათემატიკაში, შემაჯამებელი კომპლექსური გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც წილადები იყო. გაკვეთილს მასწავლებელი მარინე ჯოჯუა უძღვებოდა. 

მოსწავლეებმა წილადებზე არითმეტიკული მოქმედებები შეასრულეს, ამოცანები ამოხსნეს და ცოდნა წარმატებით გამოავლინეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ გაკვეთილზე საინტერესო, თვალსაჩინოებებით დატვირთული PowerPoint-ში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების რესურსები წარადგინეს. 

შემაჯამებელმა გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა. სკოლაში მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...