წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი აქტივობები
10-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლიბი „მაგნოლია“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი. 

მოსწავლეებმა 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ დედამიწა ეკოლოგიური პირობების გამო საფრთხეშია, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ გარემოს და დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები. მოსწავლეები ეკოაქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს და სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაზეც იზრუნეს. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203